Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ტრირის და ზაარლენდის უნივერსიტეტები

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაცია, იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, გერმანულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის გაღრმავებისა და გაფართოების მიზნით ტრირისა და ზაარლანდის უნივერსიტეტებს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში იურიდიული ფაკულტეტის დეკანი შეხვდა ტრირის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანს და განიხილა აკადემიური თანამშრომლობის ახალი მიმართულებები.

ევროკავშირის Erasmus+ საერთაშორისო კრედიტმობილობის პროექტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ფაკულტეტებს შორის თანამშრომლობის გაფართოებას, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამების გაძლიერებას. 1983 წლიდან არსებული პარტნიორობა ახალ ეტაპზე გადადის, ინტერნაციონალიზაციისა და კვლევის განახლებული სტრატეგიების გათვალისწინებით.

თსუ იურიდიული ფაკულტეტი აქტიურად აგრძელებს საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას, რათა სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს შეუქმნას მეტი შესაძლებლობა ცოდნის გაზიარებისა და ერთობლივი კვლევითი ინიციატივების განვითარებისათვის.

თარიღი: 09/12/2025